რეზონანსი
15.01.2026

მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, და­კა­ვე­ბუ­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობს და მხო­ლოდ იმას ამ­ბობს, რომ მისი მე­ზო­ბე­ლი გოგო ცო­ცხა­ლია.

რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას ჰყვე­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლულ­თან ნაც­ნო­ბო­ბას არ უარ­ყოფს.

"ფსი­ქი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რე­ა­ლუ­რია, ეს დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა არის. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, მე რო­გორც ვიცი არ არის, რად­გან იქ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ არის. ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ია­რა­ღია ამო­ღე­ბუ­ლი. ცივი ია­რა­ღის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა თუ არა, ეს ჯერ არ ვი­ცით. ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა აღ­ვიქ­ვათ არის დანა. ამ გო­გოს­თან ნაც­ნო­ბო­ბას რა თქმა უნდა, არ უარ­ყოფს, ამ­ბობს, რომ იყ­ვნენ მე­ზობ­ლე­ბი, ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და და­კა­ვე­ბულს, როცა შე­ი­ტყო, რომ ეს გოგო მკვდა­რია, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს: "ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ აქვს. სა­ერ­თოდ მოს­მე­ნაც არ უნდა ამ ფაქ­ტის, ერ­თა­დერ­თი რა­საც ამ­ბობს, თქვა ის, რომ ის (გოგო) არ არის გარ­დაც­ვლი­ლი".

ცნო­ბის­თვის მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში გუ­შინ მოხ­და, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი 35 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს ერთ ეზო­ში ცხოვ­რობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თხე­ლი­ძეს ჭრი­ლო­ბა ბას­რი საგ­ნით მი­ა­ყე­ნა.

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ. და­ა­კა­ვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×