რეზონანსი
15.01.2026

საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია და შვედეთი გრენლანდიაში სამხედრო ძალებს აგზავნიან. ეს გადაწყვეტილება ევროპულმა ქვეყნებმა მაშ შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონში დანიისა და აშშ-ს მოლაპარაკებები გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით ფრქანგი ჯარისკაცების ნაწილი უკვე გზაშია, რომელსაც დამატებითი ძალები შეუერთდებიან. სადაზვერვო 13-კაციან ჯგუფს აგზავნის გერმანიაც. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროლს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ მიზანი მეტად მდგრადი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაა ისეთ გარემოში, სადაც არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. 

"გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს... ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული იყო. აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დაჟინებით მოითხოვს გრენლანდიის დაპყრობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ძალიან, ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს [დანიის] ინტერესებში არ შედის" | თქვა BBC-თან დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×