
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა შალე ბებია ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა......სიტყვები უძლურია" - წერენ ადგილობრივები.
როგორც ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
წყარო: ambebi.ge