რეზონანსი
15.01.2026

საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში.

„5 წლის მანძილზე ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3% და ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 16 მლრდ დოლარიდან გაიზარდა 37.5 მლრდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, დღევანდელი დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება მომავალში. მადლობას ყველას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეკონომიკის სამინისტროს, ყველას, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×