რეზონანსი
15.01.2026

ბიზნეს ლიდერებთან მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება კვლავ შესაძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

„რუსეთი ევროპული ქვეყანაა", - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსი ვიპოვოთ, თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ ყოველივე ამას მივაღწევთ... მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კიდევ ერთ გამოცდას ჩავაბარებთ", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×