რეზონანსი
15.01.2026

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მიმდინარე წლის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ" შესაძლოა კონტროლი დაკარგოს წარმომადგენელთა პალატასა თუ სენატზე.

მან ხაზი გაუსვა ისტორიულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს, როგორც წესი, კონგრესში ადგილებს კარგავს.

„ეს რაღაც ღრმა ფსიქოლოგიური მომენტია - როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებ, შუალედურ არჩევნებში ვეღარ იმარჯვებ," - განაცხადა ტრამპმა.

მან საკუთარ მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა:

„იმდენს მივაღწიე, რომ როცა ამაზე დაფიქრდები, არჩევნები არც უნდა გვქონდეს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×