რეზონანსი
16.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მინესოტაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმიანება და წერს, რომ არეულობას ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები იწვევენ.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი ჩარევის შემთხვევაში, პრობლემა სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება.

"მინესოტაში, არეულობის გამომწვევები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან.

გუბერნატორმა და მერმა არ იციან, რა უნდა გააკეთონ, მათ სრულიად დაკარგეს კონტროლი და ამ დროისთვის სრულიად უსარგებლოებად არიან ქცეულნი! თუ და როდესაც მე იძულებული ვიქნები ვიმოქმედო, ეს სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება!" - წერს დონალდ ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×