რეზონანსი
17.01.2026

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შვილი, ადამ კადიროვი ავტოავარიის შემდეგ გროზნოში, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Kavkaz.Realii-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.  არსებული ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაში. 

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ადამ კადიროვი რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, ხოლო საავადმყოფომდე მისასვლელი გზები დაკეტილია.

"საავადმყოფომდე გზები დაკეტილია, რადგან ადამი იქ გადაიყვანეს. ამბობენ, რომ ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა სჭირს კადიროვის შვილს," - განაცხადა გროზნოში ერთ-ერთმა წყარომ. 

მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა "მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ბევ­რი და­შა­ვე­ბუ­ლია. ადამ კა­დი­რო­ვი, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის შვი­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. წყა­რო­ე­ბი წე­რენ, რომ ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მზად­დე­ბა ნი­ა­და­გი პა­ცი­ენ­ტის მოს­კოვ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის. ამ დრო­ის­თვის ოფი­ცი­ა­ლურ გროზ­ნოს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×