რეზონანსი
17.01.2026

გერმანიის ელჩის საიდუმლო შეხვედრა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“. ფიშერმა ამ შეხვედრაზე დაფინანსების მოპოვებაზე თქვა, რომ კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×