რეზონანსი
17.01.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში აფასებს ქართული ოპოზიციის პოზიციას მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.

ანანიძის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტი მხოლოდ ვაჭრობის საგანია და როდესაც ისინი სანდუს სამომავლო გეგმებს ამართლებენ, ნიშნავს, რომ თავადაც მზად არიან, იგივე გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში.

„ოპოზიციის პოზიცია სანდუს განცხადებაზე: როცა სხვის მიერ სუვერენიტეტის დელეგირებას ამართლებ, ნიშნავს, რომ თავადაც მზად ხარ, იგივე გააკეთო. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის სუვერენიტეტი მხოლოდ ვაჭრობის საგანია!“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×