რეზონანსი
17.01.2026

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ თუ BBC პირველსავე ეტაპზე არ დააკმაყოფილებს საქართველოს მხრიდან წამოსულ სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ დაკვეთას ასრულებენ.

„მე იმედი მაქვს, რომ BBC გამოიჩენს კეთილგონიერებას და პირველსავე ეტაპზე დააკმაყოფილებს საქართველოს მხრიდან წამოსულ სარჩელს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და დამყარებული მყარ მტკიცებულებებზე. თუ საჭირო გახდება, საქართველოს მხარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიტანს სარჩელს. ოპოზიციის წარმომადგენლები ემხრობიან BBC-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას და ეს არის ერთი ხელით მართული პროცესი როგორც BBC-მ მოამზადა სხვისი დავალებით ეს სიუჟეტი, ამ სხვისი დავალების შესაბამისად აკეთებენ განცხადებებს საქართველოში არსებული აგენტები“, - განაცხადა სეფაშვილმა.

BBC-მ „ქართული ოცნების“ საჩივარი განხილვაში მიიღო. ამ ეტაპზე სარჩელი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული, თუმცა იმ შემთხვევაში თუ BBC საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და არ არის გამორიცხული, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს.

„ქართული ოცნება“ BBC-სგან დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×