რეზონანსი
17.01.2026

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა დელეგაციამ ამერიკულ მხარეს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია რუსული დარტყმების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტერორის შედეგებია დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაცია და დიალოგის შესაძლებლობების გაუარესება.

„ამ ტერორის შედეგებიდან ერთ-ერთია დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაცია: ადამიანები კარგავენ რწმენას დიპლომატიაში, ხოლო რუსული შეტევები მუდმივად ძირს უთხრის იმ შეზღუდულ შესაძლებლობებსაც კი დიალოგისთვის, რომლებიც ადრე არსებობდა. ამერიკულმა მხარემ ეს უნდა გაიაზროს“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა აუცილებლობას, მიაღწიონ პროგრესს იმ დოკუმენტებზე მუშაობაში, რომლებიც მომზადების სტადიაზეა.

„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ახლა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ, წავა თუ არა დიპლომატია წინ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×