
თუკი პუტინი არის კრიმინალი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება, ამ სასამართლოს დამფუძნებელი ქვეყნების ლიდერები რა პირით შეხვდებიან, როგორ დაელაპარაკებიან ძებნილ კრიმინალს?! რას ეტყვიან - დაიდოს ხელბორკილები და ჰააგის საპატიმროში გაყვეს, თუ იმაზე უნდა ელაპარაკონ, რომ იქნებ ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
„რუსეთის დამარცხების იმედი ჰქონდათ [ევროკავშირს], რაც არ გამოუვიდათ. რამდენი ხანია, აღარ გაგვიგია - „რუსეთი მარცხდება, უკრაინა იმარჯვებს“. რამდენი ხანია არ გაგვიგია, რომ ზელენსკი არის გმირი და მას აღარ ხვდებიან ისეთი ტაშის კვრით, როგორც ხვდებოდნენ. იყო თამაშის ეტაპი, სადაც უკრაინა გაიწირა და დღეს ნახეს, [ევროკავშირმა] რომ მათი ინტერესებისათვის უკეთესი იქნება რუსეთთან დალაგდნენ და ლაპარაკი დაიწყეს დიალოგზე.
მაინტერესებს - თუკი პუტინი არის კრიმინალი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება, ამ სასამართლოს დამფუძნებელი ქვეყნების ლიდერები რა პირით შეხვდებიან, როგორ დაელაპარაკებიან ძებნილ კრიმინალს?! რას ეტყვიან - დაიდოს ხელბორკილები და ჰააგის საპატიმროში გაყვეს, თუ იმაზე უნდა ელაპარაკონ, რომ იქნებ, ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები, რადგან ხედავენ რომ მათი ეკონომიკა ნადგურდება, ყოველდღიურად უკან მიდი მათი წარმოებები. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ საქართველოს გვეუბნებიან, რომ თურმე, რუსული გაზი არ უნდა მოვიხმაროთ, რადგან ეს დანაშაულია, მაგრამ თუკი აზერბაიჯანიდან მივიღებთ რუსულ გაზს, ეს შეიძლება და ამაში გადავიხდით ორჯერ უფრო მაღალ ფასს, ეს თურმე სწორი პოლიტიკაა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკაა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, საქართველო დღეს აღარ იქნებოდა, იმ ზეწოლას რომ დაჰყოლოდა, რომელსაც ევრობიუროკრატია და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია ახორციელებდა.
„როდესაც ყველაზე მწვავე ფაზაში რომ იყო რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც ყველაზე მეტად იყო გამწვავებული ჩინეთისა და ტაილანდის ურთიერთობები, სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგები იწყებოდა საქართველოზე განცხადებების გაკეთებით და შემდეგ გადადიოდნენ გლობალურ თემებზე. აქედან კარგად ჩანს, რამხელა იყო ინტერესი საქართველოს მიმართ და ამ ზეწოლისთვის გაძლება ნამდვილად არ იყო ადვილი. ის, რასაც გაუძლო საქართველოს ხელისუფლებამ, ეს იყო გმირობა და ამას მომავალი თაობა დააფასებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.