
ამასთან დაკავშირებით გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და რატომ მოხდა, რომ ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე.
ვოლსკის თქმით, ინფორმაციამ გამოჟონა და მოსალოდნელიც იყო, რომ გამოჟონავდა ასეთი შეხვედრის შემდეგ.
„მითუმეტეს ინსტრუქციები უნდა გავრცელდეს, დაბლა ჩამოვიდეს ინსტრუქციები იმ ადამიანებისთვის, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ ჯახების ორგანიზებაში.
ამასთან დაკავშირებით გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და რატომ მოხდა, რომ ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა. მითუმეტეს შინაარსი არ იყო განხილული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.