რეზონანსი
18.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე 3 პირი: 1995 წელს დაბადებული ვ.ა., 2004 წელს დაბადებული შ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 2005 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს 1980 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

პოლიციამ დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×