რეზონანსი
18.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ზ.ე. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×