რეზონანსი
18.01.2026

მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკის საშუალებით გზები ინტენსიურად იწმინდება. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური მარილი იყრება. 

სამუშაოებში 24-საათიან რეჟიმში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკა.

გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალის ქუჩებში, სადაც ამის საჭიროება იყო.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×