რეზონანსი
18.01.2026

 გიგა ავა­ლი­ა­ნის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი და­რე­ჯან სუ­ლაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ში ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, დ.ჩ-სთვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბამ ერ­თგვა­რი გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია და გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის სა­ხე­ზე გან­ზრახ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის (სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად) მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მისი თქმით, სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დ.ჩ-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დას­ტურ­დე­ბა მისი ჩვე­ნე­ბი­თაც, გ.რ-სთან მი­მო­წე­რი­თაც და ან­ძე­ბი­თაც.

„და­ნა­შა­უ­ლის და­გეგ­მვა და და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა ორი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტერ­მი­ნია!!!

გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ში ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, დ.ჩ-სთვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბამ ერ­თგვა­რი გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია, ვი­ნა­ი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი სოფო ძნე­ლა­ძე მისი შვი­ლის მი­მართ ბრალს წარ­მოგ­ვიდ­გენს ასე­თი ფა­ბუ­ლით - დ.ჩ. გაყ­ვა ძმა­კა­ცებს ვი­ღა­ცას­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად 29 სექ­ტემ­ბერს და იმ დროს და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. ამ ჭრილ­ში მისი კი­თხვა - რა­ტომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პა­სუ­ხი ჩა­უ­დე­ნელ და­ნა­შა­ულ­ზე - ვინ­მეს შე­საძ­ლოა ლო­გი­კუ­რა­დაც მო­ეჩ­ვე­ნოს. ამი­ტო­მაც, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტო:

და­ნა­შა­ულს აქვს სტა­დი­ე­ბი. მათ შო­რის მომ­ზა­დე­ბის სტა­დია (იხ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-18 მუხ­ლი).

და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის ენით ით­ვლე­ბა და­უმ­თავ­რე­ბელ და­ნა­შა­უ­ლად და ნიშ­ნავს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის პი­რო­ბე­ბის შექ­მნას.

გიგა ავალი­ა­ნის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის პი­რო­ბე­ბის შექ­მნაა მას­ზე 29 სექ­ტემ­ბერს, 30 სექ­ტემ­ბერს და 01 ოქ­ტომ­ბერს ჩა­საფ­რე­ბა (და­ნა­შა­უ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე).

29 სექ­ტემ­ბერს დ.ჩ. ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და თემ­ქა­ზე გიგა ავა­ლი­ა­ნის სას­წავ­ლო ცენ­ტრთან და მის მე­გობ­რებ­თან ა.გ-სთან და გ.რ-სთან ერ­თად, რომ­ლე­ბიც გიგა ავა­ლი­ა­ნის ცენ­ტრი­დან გა­მოს­ვლას ელო­დე­ბოდ­ნენ მას­ზე თავ­დას­ხმის მიზ­ნით (ა.გ-სა გ.რ-ს მი­მართ უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბო­და, რომ ეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გან­ზრახ­ვა არ­სე­ბობ­და).

ამ­დე­ნად, სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დ.ჩ-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დას­ტურ­დე­ბა მისი ჩვე­ნე­ბი­თაც, გ.რ-სთან მი­მო­წე­რი­თაც და ან­ძე­ბი­თაც.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ნა­წილს, იცო­და, თუ არა დ.ჩ-მ, რა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას აპი­რებ­დნენ გ.რ. და ა.გ, როცა მას 29 სექ­ტემ­ბერს თემ­ქა­ზე გა­ყო­ლა სთხო­ვეს, ეს ცხა­დი გახ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის, მათ შო­რის გ.რ-ს და ა.გ-ს გა­მო­კი­თხვე­ბით და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით.

მო­ცე­მულ მო­მენ­ტში კი თუ დ.ჩ-სთვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას მივ­ყვე­ბით, იშიფ­რე­ბა ასე: გან­ზრახ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის (სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად) მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც, ზე­მოთ რო­გორც უკვე გან­გი­მარ­ტეთ, აშ­კა­რად სა­ხე­ზეა", - ცი­ტი­რებს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×