რეზონანსი
18.01.2026

 "ერფან სოლტანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა" - უფლებადამცველი ორგანიზაცია დაკავებული 26 წლის დემონსტრანტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Hengaw, რო­მე­ლიც ქურ­თის­ტან­სა და მთელ ირან­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის სა­კი­თხებს აშუ­ქებს, იტყო­ბი­ნე­ბა, რომ 26 წლის დე­მონ­სტრანტ, ერ­ფან სოლ­ტა­ნი ცო­ცხა­ლია.

ერ­ფან სოლ­ტა­ნის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი ოჯახ­მა დღეს, 18 იან­ვარს მო­ი­ნა­ხუ­ლა და და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ის ჯან­მრთე­ლა­დაა.

ერ­ფან სოლ­ტა­ნი გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სოლ­ტა­ნის ოჯახს უწყე­ბამ აც­ნო­ბა, რომ მას სიკ­ვდი­ლით მის­ჯა მი­ე­სა­ჯა და აღ­სრუ­ლე­ბა 14 იან­ვარს იგეგ­მე­ბო­და - ოჯახს ნება დარ­თეს სოლ­ტა­ნი უკა­ნას­კნე­ლად ენა­ხათ.

სას­ჯე­ლი დათ­ქმულ დღეს არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარ­ყო ბი­ჭის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა. მთავ­რო­ბის მიერ ინ­ტერ­ნე­ტის დაბ­ლოკ­ვამ ასე­ვე გა­არ­თუ­ლა ერ­ფან სოლ­ტა­ნის და პო­ტენ­ცი­უ­რად მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. წინა კვი­რას Hengaw-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ავი­არ შე­ხიმ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას ეში­ნია, რომ სოლ­ტა­ნის მსგავ­სი კი­დევ ბევ­რი შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს, რაც ხაზს უს­ვამს იმ მას­შტაბ­სა და სიჩ­ქა­რეს, რომ­ლი­თაც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რივ დარ­ბე­ვას ახორ­ცი­ე­ლებს.

დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­ფან სოლ­ტა­ნი ცი­ხე­ში მოკ­ლეს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ.

ირა­ნის სა­სა­მარ­თლო ამ­ბობ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტის, 26 წლის ერ­ფან სოლ­ტა­ნის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა "სა­ერ­თოდ არ იგეგ­მე­ბო­და".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×