
ჩნდება კითხვა, რა ხდება საბაჟოდან სუპერმარკეტამდე, როდესაც სახელმწიფო ყველანაირ პირობას ქმნის, რომ ეს პროდუქცია იყოს იაფად განთავსებული სუპერმარკეტების დახლებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა პროდუქტზე არსებულ მაღალ ფასებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ მხრივ ბევრი საკითხია ძალიან ბუნდოვანი, რომელიც ცდება ეკონომიკურ ფაქტორებს და აჩენს გონივრული ეჭვი, რომ იკვეთება სხვა ტიპის გარიგებების ნიშნები.
„თუ გამოიკვეთება ფასის ხელოვნურად გაზრდის ნაწილში გარიგებები, ცხადია, ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს პროდუქტის გაიაფებას მთელი რიგი პროცენტული მაჩვენებლით სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებით. არ ზარალდება არც სუპერმარკეტი, არც კეთილსინდისიერი მიმწოდებელი და რა თქმა უნდა, სარგებელს იღებს მომხმარებელი. ამ შემთხვევაში ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან უკანონო გარიგებების მონაწილეები", - განაცხადა აბაშიშვილმა.
ეკონომისტი მთავრობის ინიციატივაზე ოპოზიციის რეაქციასაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მზად არის მოსახლეობა მაღალი ფასებისთვის გაწიროს.
„ის ოპოზიცია, რომელიც მზად არის საკუთარი ქვეყანა ომისთვის გაწიროს, ცხადია, მზად არის, საკუთარი მოსახლეობა მაღალი ფასებისთვისაც გაწიროს", - აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.