რეზონანსი
18.01.2026

 ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ გადაცემაში „იმედის კვირა" მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები, შეერთებული შტატებისა და ევროპის ადგილი და როლი მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროპის სისუსტე აჩვენა.

„აქ კარგად ჩანს ევროპის სისუსტე, რომელსაც არ აქვს უნარი ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუნდაც, სიტყვიერი წინააღმდეგობა გაუწიოს და ეს ალბათ, უფრო მეტად გამოჩნდება, გრენლანდიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრამპს, ის ცდილობს შექმნას ახალი წესრიგი, სადაც დომინანტი იქნება აშშ. მისი ერთ-ერთი განცხადება იყო, რომ ის ცდილობს რუსეთისა და ჩინეთის პოზიციების შესუსტებას და ამ მიზანს ემსახურებოდა სწორედ ვენესუელაში განხორციელებული თავდასხმა და გაგრძელება იქნება უკვე გრენლანდიაში. შეერთებული შტატები ცდილობს, რომ იქ [გრენლანდიაში] არ დაუშვას რუსეთის და ჩინეთის დომინირება. ეს არის მთავარი მამოძრავებელი მიზეზი და ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ნავთობია", - განაცხადა ჩიხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×