
კაია კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ რთულ გეოპოლიტიკურ პროცესში, ისურვებდა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას მეტად კომპეტენტური პირი იკავებდეს.
ასევე, ლევან მახაშვილი იხსენებს საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებებს და მას უსამართლოს უწოდებს.
"დღეს, ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. გადის ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს და ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი.
მისი შექმნის ისტორიის განმავლობაში, თუკი ოდესმე ესაჭიროებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი ადამიანი, არის სწორედ ახლა. დასანანია, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არა, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და პროფესიონალ ადამიანს ამ საკვანძოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.