
საქართველოში ყინვა 22 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 23 იანვრიდან ტემპერატურა მკვეთრად იცვლება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ "რუსთავი 2-თან" საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, 23 იანვრიდან დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
"19 და 20 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი.
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან, 20 იანვრის დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი.
22-ში ამ სიცივესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება, ხოლო 23-დან სინოპტიკური სიტუაცია საქართველოში მთლიანად იცვლება. დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია, ასევე უნალექო ამინდი იქნება კახეთის რეგიონშიც", - განაცხადა დოდო გვაზავამ.