რეზონანსი
19.01.2026

მოსკოვში, ტაგანსკის რაიონულ სასამართლოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა ტელეკომპანია დოჟდი-ის რედაქტორის, ვალერია კიჩიგინა-ს მიმართ. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე აღძრულია „რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული კანონი უკრაინაში მიმდინარე ომს არ უკავშირდება.

გამოძიება ჟურნალისტს ორ კონკრეტულ ქმედებას ედავება: 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებულ პოსტს სოციალურ ქსელ Instagram-ზე და ჟურნალისტ დიმიტრი კოლეზევი-ს მასალის გაზიარებას, სადაც ბუჩაში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება 2023 წლის აგვისტოში, უფაში დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსეთ–საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებული პოსტი აღმოაჩინეს. პუბლიკაციაში კიჩიგინა წერდა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

აღნიშნულ პერიოდში ჟურნალისტი რუსეთში იმყოფებოდა და ქვეყანა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დატოვა, თუმცა საზღვრის კვეთისას მის მიმართ კითხვები არ დასმულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×