რეზონანსი
19.01.2026

ესკალაციის თავიდან აცილება გვსურს და დავოსში ტრამპთან შეხვედრას შევეცდები, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „გრენლანდიაზე მეტი გავლენა მოითხოვა და ამის მიზეზად ჩრდილოეთის რეგიონში უსაფრთხოება დაასახელა“.

„სამყარო ცვლილებების მდგომარეობაშია და ჩვენ ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. ვიზიარებთ აშშ-ის შეფასებას და ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა რეგიონის უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთონ“, - განაცხადა მერცმა.

მერცის თქმით, გრენლანდიასა და დანიას შეუძლიათ, რომ „გერმანიის სოლიდარობის იმედი“ ჰქონდეთ.

„მზად ვართ, აშშ-სთან მოლაპარაკებებს მხარი დავუჭიროთ. ამ მოლაპარაკებების საფუძველი კი ყოველთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები უნდა იყოს“, - აღნიშნა მერცმა.

ასევე, მერცის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფების დაწესება „ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დაასუსტებს და ორივე მხარის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს“.

„თუ ტარიფების წინაშე აღმოვჩნდებით, რასაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ საპასუხო რეაქცია გვექნება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×