
"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის განცხადებით, თბილისის ყველა ცენტრალური გზა გახსნილია. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები, ამ დროისთვის, შიდა უბნებს, ჩიხებსა და კვარტალებს შორის დამაკავშირებელ გზებს წმენდენ.
"24-საათიან რეჟიმში, ყველა ცენტრალური ქუჩის, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გაჩერების დამუშავება მიმდინარეობდა ტექნიკური მარილით. ყველა სპეციალიზებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა აგრძელებს იგივე რეჟიმში მუშაობას.
როგორც დღეს, დილით, 07:00 საათიდან განვაახლეთ მუშაობა, ისე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, მანამ, სანამ სრულად არ მოხდება ნალექით გამოწვეული ზიანის აღდგენა.
ვინაიდან, ყველა ცენტრალური გზა არის გახსნილი, ახლა ვმუშაობთ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე, ჩიხებზე, კვარტალებს შორის დამაკავშირებელ ტერიტორიებზე, ამდენად ყველაზე მეტი ტექნიკა მობილიზებული გვყავს ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი პაპავამ.