რეზონანსი
20.01.2026

„ბლუმბერგის“ ცნობით, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ 49 ქვეყანა მიიწვია. მათ შორისაა ჩინეთი და უკრაინა. მიწვეულთა ჩამონათვალში ასევე მითითებულია ევროკომისია.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ღაზის საკითხებზე „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა ასევე გაუგზავნეს ყაზახეთს, ისრაელს, საუდის არაბეთს, ომანს, ავსტრიას, ალბანეთს, საბერძნეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას, პაკისტანს, რუმინეთს, კატარს, სინგაპურს, სლოვენიას, ესპანეთს, ტაილანდს, უზბეკეთს, ვიეტნამს და ასე შემდეგ.

სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპს სურს, „მშვიდობის საბჭოს“ დაფუძნების შესახებ შეთანხმებას შვეიცარიის კურორტ დავოსში მიმდინარე კვირაში მოაწეროს ხელი.

დავოსში გამგზავრებამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფებს დააწესებს ფრანგულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი უარს იტყვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×