რეზონანსი
20.01.2026

სათქმელად მარტივია და გასაგებია, რომ ალტერნატივა უნდა დაიხატოს. უბრალოდ, ეს ალტერნატივა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა დაიხატოს, როგორ უნდა მივიდეთ მაქამდე, იქიდან საიდანაც მოვდივართ, როცა ყველა ერთმანეთს დედას აგინებს და ტალახს ესვრის მანდ არის ტექნიკური საკითხები, რომელიც არის გადასაწყვეტი. მე მაქვს ჩემი ხედვა, ვიღაცებს სხვა ხედვა აქვს, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ არსებობს ტექნიკური საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია. მისივე თქმით, „ე.წ. რვიანს, დაწყებული ჰქონდა რეგისტრაცია, პლატფორმა შეგიძლია გააკეთო, სადაც აუხსნი ადამიანებს, რომ ყველა ვრეგისტრირდებით აქ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთო გაერთიანებაზე. თქვენ გაძლევთ, უფლებას გადაწყვიტეთ, ვინ იქნება ლიდერშიფი“.

„ეს არ გაგრძელდება სამი წელი. მე რომ გამოვედი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე მოვყვები-მეთქი, ჩემი აზრით, რა არის სწორი-თქო, მათ შორის, გამოვედი და საჯაროდ შევპირდი ხალხს, რომ ახლა ამ კვირაში არა და იქით კვირაში გამოვალ, მოყვები-თქო და მერე ხალხი გადავაგდე. მარტივი მიზეზის გამო გადავაგდე.. ანუ არ გადამიგდია იმ გაგებით, რომ სადღაც ეთერებში რაღაცები მოვყევი, მაგრამ როგორც უნდა მომეყოლა, ის არ გამიკეთებია და არ გავაკეთე იმის გამო, რომ ჩავთვალე, რომ არასწორი იქნება, შვიდთვიანი იზოლაციის მერე, მე თვითონ ახლა რაღაცები მოვყვე პირდაპირ. მათ შორის, ახლაც, ამ წუთშიც მგონია, არასწორი იქნება, რომ მე რაღაცები მოვყვე, როცა ჯერ ერთი, საუბარი მიდის ახლაც პარტიებს შორის და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პარტიებსა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პლიუს რავი კონკრეტულად ახლა იქითა კვირაში გამოდის მაგალითად, გიორგი ვაშაძე ციხიდან, იმის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში გამოდის ნიკა გვარამია ციხიდან და მინიმუმ რაც ვიცი, რომ შემდეგ ორ კვირაში ეს ორი ადამიანი გარეთ იქნება, არასწორი იქნება დავდგეთ მე ან თუნდაც ვინმე და მოყვეს სანამ ეს ხალხი გამოვა და მასთან დაილაპარაკებ რომ ეს კი არა, ეს არის გზა. რაღა დარჩა, ამდენი ხანი თუ ვითმინეთ, ეს ორ კვირაც დაველოდოთ, გამოვიდნენ ეს ადამიანები გარეთ ჩაერთვებიან პროცესში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×