რეზონანსი
20.01.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის. ამის შესახებ მან 2025 წელს რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შეჯამებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „დღეს მსოფლიო ასპარეზზე გადახაზულია ყველა ის წესი, რომელიც წარსულში დასავლეთს აწყობდა და მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა“. 

„ამჟამად მოქმედებს პრინციპი – „ვინც ძლიერია, ის მართალია“, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ჩინეთის ეკონომიკური უპირატესობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყირიმი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ „გრენლანდია არ წარმოადგენს დანიის ბუნებრივ ნაწილს“, თუმცა ასევე დასძინა, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში ჩარევას არ აპირებს.

„ნატო გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიის საქმეებში ჩარევით“,- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის დაკავების გეგმა.

„ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ გააჩნია. ნატო-მ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მიაღწიოს“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×