რეზონანსი
20.01.2026

ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინს და ატეხილ აჟიოტაჟს.

„[შეწყალებაზე ოპოზიციური განცხადებები] არის კიდევ ერთხელ ახლობლების, მშობლების, თუ გულშემატკივრების მხრიდან პატიმართა ბედით სპეკულაცია. ყველამ ვიცით საჯარო განცხადებები, როცა არც პრეზიდენტს აღიარებენ, არც შეწყალებას, არც აპირებენ ამ შეწყალებით სარგებლობას, მაგრამ ხედავთ, რომ სპეკულაციებს მაინც აქვს ადგილი. ეს არის ალბათ ისევ ვითარების დაძაბვისთვის და იმისთვის, რომ უცხოეთში მორიგი სასპეკულაციო მესიჯები გაუშვან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×