რეზონანსი
20.01.2026

როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პეტერ ფიშერის მისამართით.

გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა საქართველოში გერმანიის ელჩის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, სადაც ფიშერმა ეს ვიდეო ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენა და ცდილობს მმართველ გუნდს დააბრალოს უსამართლო დამოკიდებულება.

„პეტერ ფიშერი ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, თავიდანვე ძალიან დიდი პატივისცემით მივიღეთ, თუმცა მანვე გადაწყვიტა, რომ ეს პატივისცემა გაეფლანგა და მისთვის ჩრდილი მიეყენებინა საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების გამო. ფიშერი ნაკლებად გაგახსენდებათ ალბათ საქართველოს მხარდამჭერ რომელიმე განცხადებაში და ადვილად გაგახსენდებათ მზია ამაღლობელის, თუ სხვათა სასამართლოებზე მჯდომი, თარჯიმნის გარეშე როგორ დაადგა თავზე მოსამართლეს იმისთვის, რომ ალბათ დაეშინებინა. ყოველ შემთხვევაში, პროცესი რაზე მიდიოდა, არ ესმოდა.

ფიშერი მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში ნამდვილად გაახსენდება ქართველ ხალხს. გაგვახსენდება, როგორ გვკარნახობდა ამა, თუ იმ დანაშაულისთვის ოთხი წელი იყო საკმარისი, თუ ორი. ის ახალისებდა ყველაზე რადიკალ აქტივისტებს და ეს არაერთხელ გვითქვამს ძალიან კონსტრუქციულად და მეგობრულად. როდესაც აგრესიული და სახელმწიფოს მოხელეების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართულ აქტივისტებს იწვევ, ეწვევი, „მონას“ პლაკატის ფონზე პოზირებ, არ შეიძლება იქნას აღქმული ასეთი ადამიანი საქართველოს მეგობრად. როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი“, - აღნიშნა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×