
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ევროპის დასუსტებას ცდილობს“.
თავის გამოსვლაში საფრანგეთის ლიდერმა გააფრთხილა მსოფლიო, რომ არ გადავიდეს „ძლიერის კანონით“ მართვის რეჟიმში და მოუწოდა ევროპას, „არ მიიღოს ეს პასიურად“.
„ევროპამ უნდა დაიცვას მრავალმხრივობა, რომელიც ემსახურება ჩვენს ინტერესებს და ყველას ინტერესს, ვინც უარს ამბობს უხეში ძალას დამორჩილებაზე", - თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელებს მოუწოდა ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებისა და დიალოგისკენ.
„ევროპას აქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა პატივს არ გვცემენ და როცა თამაშის წესები არ არის დაცული“, — დასძინა მან.
ტრამპმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.