
მომავალ ორშაბათს ათასობით ნორვეგიელი სამხედრო უწყებისგან წერილს მიიღებს, რომლითაც ეცნობებათ, რომ ომის შემთხვევაში მათი სახლები, სატრანსპორტო საშუალებები, ნავები და ტექნიკა შესაძლოა რეკვიზიციას დაექვემდებაროს.
სამხედრო უწყების განცხადებით, მშვიდობიან პერიოდში წერილების მიღებას, პრაქტიკულად, არანაირი შედეგი არ მოჰყვება გარდა იმისა, რომ ადრესატებს ეცნობებათ, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სამხედროე ძალებს შეეძლებათ მათ ქონება ჩამოართვან.
"რეკვიზიციის მიზანია, სამხედრო კონფლიქტების პირობებში შეიარაღებულ ძალებს გააჩნდეთ წვდომა ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელ ყველა რესურსზე", - ნათქვამია სამხედრო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
"ბოლო წლებში კრიზისისა და ომისთვის მზადყოფნის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნორვეგია ყველაზე რთულ პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, ამიტომ ჩვენი საზოგადოება ასევე უნდა იყოს მზად პოლიტიკურ კრიზისებისთვის და უკიდურეს შემთხვევაში ომისთვის კი", - განაცხადა სამხედრო ლოჯისტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანდერს იერნბერგმა.
ნორვეგიას ჩრდილოეთში რუსეთთან საზღვაო და 198-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი გააჩნია.
ცნობილია ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი სკანდინავიურ ქვეყანა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს.