რეზონანსი
21.01.2026

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მაყურებელს დაემშვიდობა. მან გადაცემა “რეაქციაში“ დაადასტურა, რომ “ტვ პირველი“ დატოვა და პოლიტიკაში მიდის. მიშველაძემ საკუთარ მაყურებელს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მაყურებელს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, ამ არხზე ძალიან ერთგულად მიყურებდა, ასეთები ვიცი, რომ ბევრნი ხართ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ამ ერთგულებისთვის. მინდა, იცოდეთ, რომ მე ისევ თქვენს გვერდით ვარ, ვიქნები ყოველთვის და კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო დიდი ბრძოლით და შემართებით. მადლობა, მადლობა ამ არხს.

ჟურნალისტიკიდან ასე ვერ წახვალ, თუმცა, რაც შეეხება ჩემ გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ ახალი ეტაპია საჭირო, ბრძოლის ახალ ეტაპს ვგულისხმობ და ბრძოლის იმ ეტაპისთვის უფრო საჭიროდ დავინახე ჩემი თავი. იმ ბრძოლას, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, უფრო სჭირდება გაცოცხლება, იმედი, რწმენა, მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო ამაში და მგონია, რომ ამას შევძლებ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რასაც მე ვხედავ და რაშიც მინდა, რომ მივიღო მონაწილეობა, ბრძოლის სხვა ცხელ, უფრო ცხელ ფაზაში გადავიდე და ვიყო წინა ხაზეე. ივანიშვილს გონია, რომ პოლიტიკა მოკლა, მაგრამ ვერ მოკლავს. სწორედ მაშინ, როდესაც მას ჰგონია, რომ პოლიტიკა მოკლა, ყველას დაჭერით ემუქრება, ყველა პოლიტიკურ პარტიას განადგირებით ემუქრება, ყოველთვის გამოჩნდება ერთი, ან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში შევა და დადგება იმ ადამიანების გვერდით, ვინც ქუჩაში არიან", - თქვა ეკა მიშველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×