რეზონანსი
21.01.2026

საჯარო სკოლებში, გაკვეთილის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, გაკვეთილის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვით, პედაგოგებმა მოსწავლეებს პირადი მაგალითი უნდა მისცენ.

„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×