რეზონანსი
21.01.2026

ბე­ლა­რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მინ­სკში, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი კი ახ­ლა­ხან გახ­და ცნო­ბი­ლი. 1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მინ­სკში იმ ქალ­თან შე­სახ­ვედ­რად ჩა­ვი­და, რო­მელ­საც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნე­ტით ესა­უბ­რე­ბო­და, თუმ­ცა მათი პირ­ვე­ლი­ვე რე­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ფა­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

შემ­თხვე­ვა დე­კემ­ბრის ბო­ლოს, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მოხ­და. ბე­ლო­რუ­სის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ბი­ნა­ში სტუმ­რო­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და. ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლო - ექი­მებს მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის ფაქ­ტი და­ა­ფიქ­სი­რეს.

მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა გახ­და. კერ­ძოდ, მა­მა­კაცს აორ­ტის ათე­როსკლე­რო­ზი და მუც­ლის არე­ში ანევ­რიზ­მა აწუ­ხებ­და. და­ა­ვა­დე­ბა გარ­თულ­და აორ­ტის კედ­ლის გას­კდო­მით, რა­მაც ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლის და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვია.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხში­რად ყო­ველ­გვა­რი სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­იძ­ლე­ბა მყი­სი­ე­რი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბის ან სტრე­სის ფონ­ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×