რეზონანსი
21.01.2026

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

„გავიგე!!!

გავიგე, რომ გავრცელდა და ხელიდან ხელში გადადის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მასალები!!!

დედი, აქაც გვაჯობა გარყვნილი, პირსისხლიანი მკვლელების აღვირახსნილმა მშობლებმა!!!

ახლა ბევრი იკმაყოფილებს თავის ეგოს შენი ნომრიანი გვამის ცქერით!!!

მე-9 ტომის 190-200 გვერდები არ მინდოდა ვინმეს ენახა...

იქ შენი დანომრილი გვამია დეეეე, სხვისთვის დანომრილი გვამი ხარ დედიკო, ჩემთვის კი, ზრუნვაში გაზრდილი, საამაყო შვილიკო!!!

ჩემი სადისტურად მოკლული შვილის შიშველი გვამის სურათების ფრიალი, მისი მკვლელობის ვიდეოს ფრიალი, ჩემთვის მისი ღირსების აყრაა!!!

წესების გარეშე ბრძოლაში მიწვევთ? მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს!!!“ - დაწერა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×