რეზონანსი
21.01.2026

გერმანიაში დააკავეს უკრაინელი ქალი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც გერმანული მედია წერს, დაკავებულ ქალს, უკრაინის გარდა, გერმანიის მოქალაქეობაც აქვს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

„შპიგელის“ ინფორმაციით, დაკავებულია 56 წლის მეწარმე ილონა ვ., რომელიც, გამოძიების მტკიცებით, 2023 წლის ნოემბრიდან აგროვებდა ინფორმაციას გერმანიაში გამართული მაღალი რანგის პოლიტიკური შეხვედრების მონაწილეების შესახებ და ამ ცნობებს აწვდიდა ბერლინში რუსეთის საელჩოში მომუშავე რუსეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკს.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, დაკავებული ქალი ასევე აგროვებდა ინფორმაციას სამხედრო მრეწველობის ობიექტების ადგილმდებარეობის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდების და მათი უკრაინაში გაგზავნის გეგმების შესახებ. „შპიგელის“ ინფორმაციით, ამ ცნობებს ის ითხოვდა უკრაინული სტრუქტურების სახელით. გავრცელებული ცნობით, ილონა ვ. იყო ბერლინში ბაზირებული, საერთაშორისო თანამშრომლობაზე მომუშავე ასოციაციის მმართველთა საბჭოში და ხშირი კონტაქტი ჰქონდა გერმანული პოლიტიკური პარტიებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკა ჩატარდა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ორ ყოფილ თანამშრომელთან, რომლებსაც ასევე ჰქონდათ კავშირი დაკავებულ ქალთან. არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×