
დღეიდან საჯარო სექტორში თითოეულ თანამშრომელს ხელფასი ეზრდება. პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე, მაშველი, მოკლედ უკლებლივ ყველა მიიღებს 10% ით გაზრდილ ხელფასს. რა იკადრა პროპაგანდამ? იკადრა ის, რომ თითქოს მხოლოდ ეკონომიკის მინისტრს ეზრდება ხელფასი, - წერს არქეოლოგი, ქეთევან ტურიაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობის" ბინძური პროპაგანდის გამავრცელებელ მედიებს საზოგადოება არასდროს უნდა ენდოს, ვინაიდან, სწორედ მათ გაავრცელეს ეს მანიპულაცია, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, 10 პროცენტით გაზრდილ ანაზღაურებას თითოეული საჯარო მოხელე მიიღებს.
"ახლა აგიხსნით უმარტივესად - რატომ არის ყველაზე ბინძური ნაცმოძრაობის პროპაგანდა და რატომ არასოდეს უნდა ენდოთ მსგავს ფეიკ მედიებს: დღეიდან საჯარო სექტორში თითოეულ თანამშრომელს ხელფასი ეზრდება. პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე, მაშველი, მოკლედ უკლებლივ ყველა მიიღებს 10% ით გაზრდილ ხელფასს. რა იკადრა პროპაგანდამ? იკადრა ის, რომ თითქოს მხოლოდ ეკონომიკის მინისტრს ეზრდება ხელფასი. გაავრცელეს ეს მანიპულაცია და სექტასაც მეტი რა უნდა? არიან ერთ ამბავში. უამრავი საჯარო მოხელე მყავს საახლობლოში, დარწმუნებული ვარ რომ ყველა ასე ვართ და მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას, რომ 10% ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს თ ი თ ო ე უ ლ ი ს ა ჯ ა რ ო მ ო ხ ე ლ ე! წარმატებები და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას!" - წერს ქეთევან ტურიაშვილი.