
"ნაცმედია ჩვეული მეთოდებით ტირაჟირებს ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებულ ვერსიას, რასაც, ქვეყნის დაზიანების სურვილით შეპყრობილი და სასოწარკვეთილი აგენტურული ქსელი, ცრუ ნარატივის შექმნისთვის იყენებს - თითქოს საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას და თითქოს ყველა გზა გვერდით აგვივლის”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
შაქარიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ “ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი”, ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
“რეალურად ალიევმა თქვა შემდეგი: “ჩვენ ვმუშაობთ აზია-ევროპის დამკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორზე, რომელიც იქნება საქართველოზე გამავალი უკვე არსებული კორიდორის დანამატი, რადგან, რაც მეტი გზა იქნება, ეს უკეთესია ყველასთვის - მიმწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და ტრანზიტული ქვეყნებისთვის.”
ქართველ ლიბერდებილებს, ცხადია, არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რეგიონის ქვეყნების როლის გაზრდა დაკავშირებადობის კუთხით და როგორ დაეხმარება ეს ყველაფერი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, თავისმხრივ კი, როგორ ჭირდება ამ ყველაფერს მშვიდობა!
NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერი კი, ნამდვილად არის რისკ ფაქტორი, რასაც რეალურად შეუძლია ხელი შეუშალოს ქვეყანას საკუთარი პოტენციალის ათვისებაში და შეუძლია მართლაც დაგვაკარგინოს ისტორიული შანსი - მოვიპოვოთ ჩვენი ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში.
საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება:
1. შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, რაც აგენტურის განადგურების გარეშე შეუძლებელია!
2. ნეიტრალიტეტი - მყარი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ აღმოჩნდება რუსეთთან დაპირისპირებულ ბანაკში, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას.
თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი (სავარაუდო) სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის.”- წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.