რეზონანსი
22.01.2026

 მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თანხის დაზოგვა, შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია. მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს უკავშირდება. ეფექტიანობის დეპარტამენტმა, ასობით მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვების დეტალური შესწავლის შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები გამოავლინა და რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით გამკაცრდა „თეთრ სიაში" მოხვედრის კრიტერიუმები, 2029 წელს კი დაგეგმილია „თეთრი სიის" სრულად გაუქმება.

მთავრობის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან რეფორმებს ორი დეპარტამენტის საშუალებით ახორციელებს. ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდულის დანერგვა, რომლის მიზანიც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნაა; კორუფციული რისკების მაქსიმალურად შემცირება და პრევენცია. სიახლეა ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენის არაერთგვაროვანი პრაქტიკა შეიცვალა. მთავრობის განკარგულებით, სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვების გამჭვირვალედ განხორციელებას და სამუშაოების ხარისხზეც აისახება.

სიახლეა ისიც, რომ შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს. შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად 2 მილიარდი ლარია. რეფორმის მიზანი კი, სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტში ანტიკორუფციული რეფორმების მეორე პაკეტი შევა, რომელიც უფრო ყოვლისმომცველი იქნება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჯარო შესყიდვების მთლიან სივრცეს საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×