
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ომის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს.
„ვფიქრობ, დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საქმე გვაქვს ორ ადამიანთან [პუტინი და ზელენსკი], რომლებსაც ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მარტივია და მიმაჩნია, რომ ის აბსოლუტურად მართალია: მშვიდობა არის ის, რაც შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებში შედის", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„ჩვენ გვსურს, რომ ამ ორ ქვეყანას [რუსეთსა და უკრაინას] შორის სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს, გვსურს, რომ ევროპა ნაკლებად იყოს ფოკუსირებული ომზე და მეტად კონცენტრირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტირებაზე. ამის საუკეთესო გზა კი ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. წარსულში მქონია იმედგაცრუების მომენტები, როდესაც მეგონა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს ვიყავით, ამიტომ არ ვაპირებ პროგნოზის გაკეთებას, რომ უახლოეს კვირებში რაიმე მოხდება. თუმცა, ვიცი პრეზიდენტის ლიდერობის შესახებ. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ და კვლავაც გავაგრძელებთ წინსვლას, რათა შევაჩეროთ მკვლელობები და დავუბრუნდეთ აღმშენებლობას მთელ მსოფლიოში, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ და ყველაფერს ანადგურებდნენ", - დასძინა მან.