რეზონანსი
23.01.2026

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს 2 კვირაში უნდა არსებობდეს რაღაც ფორმატები და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის.

„ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის ჩაკეტილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება, გახდეს ამ თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომლითაც დღეს გამოვედით. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი, არაუგვიანეს 2 კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×