რეზონანსი
23.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს: ა.ბ.-ს და დ.ფ.-ს. განხორციელებული ძალადობის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×