
7-თვიანი პატიმრობა დასრულებულია - გიორგი ვაშაძემ მე-12 დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, “7 თვე რთული იყო, მაგრამ გამარჯვების რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ არცერთი დღე არ გასჭირვებია.“
"რთული ბევრი რამე იყო, მაგრამ განსაკუთრებულად ქეთი მენატრებოდა, ბავშვები, ყველა აბსოლუტურად. რთული ის იყო, რომ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ჩემი დღე არის ხალხთან შეხვედრა, დილიდან საღამომდე და წარმოიდგინეთ, უცბად, რომ მარტო ხარ, ერთ ოთახში გამოკეტილი, ერთადერთი 1 საათი იყო გამოყოფილი თავისუფალი, რა დროსაც აუცილებლად ვვარჯიშობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი, მერე წიგნები. კითხულობ წიგნს და უცბად მიხვდები, რომ ფიქრები გაგექცა. ყველა პატიმარს მინდა თავისუფლება ვუსურვო. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ყველა პატიმარს. რაღაც თავისუფლების მუხტი, ჟინი, ეს შემართება, ისეთი თავისუფლების სხივი გამოდის ამ საპატიმრო დაწესებულებიდან, რომ ბოდიში რატომ უნდა მოიხადოს, რადგან სამშობლო უყვარს? რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა ქვეყნის? ერთად ნორმალურად ვიცხოვროთ, იმაზე ვიკამათოთ, ვინ უფრო მეტ ინვესტიციას შემოიტანს და ვინ უკეთეს დემორატიას ააშენებს და ვინ უფრო თავისუფალ სასამართლოს გააკეთებს და არა იმაზე, რომ რაღაც შენ ცუდი ხარ, მე კარგი ვარ. “ოცნების“ მხარდამჭერებსაც მინდა ვუთხრა, რომ თქვენც კარგები ხართ და ერთად უნდა წავიდეთ წინ", - თქვა ვაშაძემ.