
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა პიკს აღწევს და ამ ფონზე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური აქტივობა კიდევ უფრო მწვავდება. შეერთებული შტატების სამხედრო გემებმა ირანისკენ კურსი უკვე აიღეს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ვითარების რადიკალიზაცია არ მოხდება და ამერიკელ სამხედროებს პირდაპირი დარტყმების განხორციელება არ მოუწევთ.
„ირანის მიმართულებით, ჩვენი დიდი ფლოტი მიემართება. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, რა მოხდება. 837 ადამიანი ხუთშაბათს უნდა ჩამოეხრჩოთ, მე ვუთხარი, თუ ამას გააკეთებდნენ, ძლიერად დავარტყამდით. რაც თქვენს ბირთვულ ობიექტებს დავმართეთ, ამასთან შედარებით, ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ - მეთქი. ამის გამო, ეს საშინელება აღსრულებამდე ერთი საათით ადრე შეაჩერეს. კი არ გადადეს, არამედ გააუქმეს. ეს კარგი ნიშანია. თუმცა, ჩვენ გვყავს არმია და გვყავს მასიური, ძალიან მასიური ფლოტი, რომელიც უკვე დაიძრა. შესაძლოა, მისი გამოყენება არ დაგვჭირდეს, ვნახოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“. მანვე დაადასტურა, რომ ირანელი დემონსტრანტების დაცვის მოტივით, შესაძლო სამხედრო ინტერვენცია კვლავ განიხილება.