რეზონანსი
23.01.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უახლოესი 100 წლის განმავლობაში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ბრიუსელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცნო, სადაც წერია, რომ უკრაინა 2027 წელს ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

„დოკუმენტში, რომელზეც მე ვსაუბრობ, აღწერილია, რომ უკრაინა ევროკავშირს 2027 წელს უნდა შეუერთდეს... უნგრეთი ამას ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება ისეთი პარლამენტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, - თქვა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×