რეზონანსი
23.01.2026

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილების საფუძველზე, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს - მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია,  იმავე ბრალდებით, დროებითი დაკავების იზოლატორში 4 დღეს გაატარებენ. 

დიმიტრი ჯამბურიას მეუღლე, ნათია ჭავჭანიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

აქტივისტი ანი ახმეტელი, ასევე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და მასაც სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

აქტივისტებს პარლამენტთან, ტროტუარზე, ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×