რეზონანსი
23.01.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან ერთად, ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთზე იმყოფებოდა და პროექტს ადგილზე გაეცნო.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის კიდევ უფრო განვითარებას და დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 11.3  კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრამდე გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს მდინარე ჭოროხზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25-30 წუთით შემცირდება.

ბათუმი-სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.

პროექტს ადგილზე გაეცნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერი გიორგი ცინცაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×