რეზონანსი
24.01.2026

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ და შესაბამის დროებით კომისიას შევქმნით. სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები უნდა დარეგულირდეს. ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს და გახდეს ისეთი, როგორიც ევროპული ქვეყნების პრაქტიკაშია დანერგილი.

„გაიმართა უკვე რამდენიმე შეხვედრა, საზოგადოებამ იხილა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრები. ჩვენ ველოდებით პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნას და მუშაობის დაწყებას, ხელისუფლება გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ დადგენილი არასწორი პრაქტიკა შეიცვალოს მართებული და კანონიერი პრაქტიკით და ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმ ფასებში, რაც არის კონკრეტული პროდუქტისთვის ლოგიკური ფასნამატის თვალსაზრისით შეიძინონ პროდუქცია და არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ ფასებში, სამწუხაროდ დახლიდან გათვალისიწინებული ფასნამატით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×